დედა ენა

ბატაშვილი: გოგებაშვილსაც მგონი აქვს უფლება, რომ მისი დედა ენა რომელ პედაგოგსაც უნდა აირჩიოს

საუბარია იმაზე, რომ გვაქვს სხვადასხვა ავტორების მიერ შედგენილი "დედა ენის" ექვსამდე სახელმძღვანელო, რომელიც სკოლაში ოფიციალურად როგორც აქამდე ისწავლებოდა, ისე გააგრძელებენ სწავლას ამ სახელმძღვანელოებით. იაკობ გოგებაშვილსაც, მგონი აქვს უფლება, რომ გოგებაშვილის "დედა ენაც" სხვა ავტორების "დედა ენასთან" ერთად იყოს, რომ გოგებაშვილის "დედა ენასაც" მივცეთ უფლება სკოლაში რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს აირჩიოს როგორც რესურსი, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ასევე, შეუძლია აირჩიოს სხვა "დედა ენასთან" ერთად, როგორც დამხმარე რესურსი. როგორც ვთქვით, ყველა ბავშვი პირველ კლასში მიიღებს "დედა ენას", როგორც იღებს უფასოდ სხვა სახელმძღვანელოებს. სხვა "დედა ენებთან" ერთად ამ "დედა ენასაც" ყველა მიიღებს უფასოდ. გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის "დედა ენა", რომელიც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა ისარგებლოს როგორც დამხმარე რესურსად, ისე ძირითად რესურსად, ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი კონკრეტულ კლასში.

კომენტარები