ქართული ოცნება

ივანიშვილი: ის რომ ქართული ოცნება არჩევნებზე აქტიურობდა მხოლოდ - ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ 

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის რომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე აქტიურობდა მხოლოდ, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და ყველა დრო არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასულია რეგიონებში, უფრო მეტად მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით, მაქსიმალური რაოდენობა ქართული ოცნების ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვებს.

ამის შესახებ ქართული ოცნების ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომელიც აჭარაში "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციის შეხვედრაზე იმყოფებოდა.

კომენტარები