ჰოვარდი: "ოცნებამ" რუსულ ჯგუფებს საზოგადოებაში დაბრუნების უფლება მისცა

პარტია ქართული ოცნება ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი. მათ მისცეს გარკვეულ რუსულ ჯგუფებს უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მთავარი საფრთხე კი იქიდან მომდინარეობს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის ფორმა არსებობს. ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, თუ როგორ იზრდება ნელ-ნელა ამ მთავრობის მცდელობა დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და მოერგოს პუტინს, მოერგოს რუსეთს.

მესმის, რომ მათ [მთავრობას] არ სურთ აგრესიული პოზიცია დაიჭირონ, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მისცა ჯაველინები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს თავდაცვისთვის სჭირდება. ასე რომ ამერიკამ დაანახა ყველას, რომ ის მზადაა დაეხმაროს საქართველოს.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, კითხვაზე, იკვეთება თუ არა რაიმე ტენდეცია პუტინის განცხადების შემდგომ ხელისუფლების მხრიდან დუმილზე, ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი კითხვას ასე პასუხობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები