საქართველოს ისტორია

ჰოვარდი პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯებაზე: იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადებაა

ვფიქრობ, პუტინის განცხადება, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ასევე, ეს იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც და შეურაცხყოფაც შესაძლებელია. ეს ძალიან უცნაური გაცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს თავად აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილის იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს.

ამბობს ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეულ ვერსიაზე.

კომენტარები