ივანიშვილი: გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი, სახელმწიფო გადატრიალება სურდათ

გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ გახარია, რომ გადამდგარიყო 21-ში და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ... რატომ უნდა შესულიყვნენ, კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ და ის, რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს.

ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტზე, პარლამენტზ,ე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა. მან დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, "რუსთავი 2"-ის მეპატრონეები. მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო. მან მოახერდა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და მოახერხა, ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო.

მიდის გამოძიება, თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან 20 ივნისის დარბევაზე და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

კომენტარები