საქართველო-რუსეთი

ივანიშვილი ლავროვის ულტიმატუმზე: რა თქმა უნდა, ვგმობ გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს

მე არ მინახავს თვითონ [ლავროვის განცხადება], მანანამ მითხრა ახლა, მოახერხა, სანამ სხდომიდან გამოვიდოდით. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა რუსთავი ორში, ეს არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, არამარტო რუსთავი 2-ის, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, სირცხვილი ჩვენი კულტურის, ესეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას, როგორ არის ის სიტყვა, განსჯის და განსჯის საგანია, ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს...

მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს, დასაგმობია ყველა ქართველისგან, ეს იყო აბსოლუტურად არაქართული და არაკულტურული გამოსვლა, ეს იყო სირცხვილი, რაც მათ გააკეთეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე. ლავროვმა თქვა, რომ საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვა მაშინ მოიხსნება, როცა ქვეყანაში იქნება მიღებული ყველა ზომა "რუსების უსაფრთხოებისთვის". მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაგმოს რუსთავი 2-ის წამყვანის "სამარცხვინო გამოხდომა", რომელმაც "შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის აღშფოთება".

კომენტარები