ივანიშვილის განცხადება

კახიძე ივანიშვილს: გავრილოვამდეც ბევრი “გავრილოვობა” ჩაიდინეთ, ახლა მოთმინების ფიალა აივსო

ეგ კი არა, ბტნბიძინა

- 2012-ში რუსი ჯაშუშები გმირებად გამოუშვით;
- მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჩვენი კონტრდაზვერვის ბიჭები ციხეში ჩაყარეთ; 
- ქართველი ინფორმატორები რუსებს ჩაუგდეთ ხელში;
- სომხეთს უნდა მივბაძოთ საგარეო პოლიტიკაშიო, გვითხარით;
- ევრაზიის კავშირი განვიხილოთო, შემოგვაპარეთ;
- ღიად პრორუსი პარტიები შემოიყვანეთ ასპარეზზე და მერე პარლამენტშიც შემოათრიეთ; 
- გაზპრომთან გააფორმეთ ხელშეკრულება;
- ომის დაწყება დააბრალეთ საკუთარ ქვეყანას და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დასვით;

მოკლედ, გავრილოვამდე ბევრი “გავრილოვობა” ჩაიდინეთ, უბრალოდ დაგავიწყდათ, რომ არსებობს მოთმინების ფიალა, რომელიც აივსო და არჩევნებზე გამოგიტანთ პოლიტიკურ განაჩენს ქართველი ერი.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ბიძინა ივანიშვილის გაცხადებაზე, ივანიშვილმა დღეს გავრილოვის ჩამოსვლაზე თქვა, "2016 წელსაც იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები საქართველოში, სად იყავით მაშინ?"

კომენტარები