არჩევნები 2020

კალაძე: გვაქვს ამბიცია და იმის რესურსიც, რომ 2020 წელს პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეთ

მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თავიანთი გემოვნების, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რაც წარდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რომელიც პროგრამაც ახლოს იქნება ადამიანებთან, ზუსტად ასე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. 

გვაქვს ამბიცია და პარტია ქართულ ოცნებას იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, თუმცა ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდვივანი კახა კალაძე.

კომენტარები