ივანიშვილი: 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენები უნდა გავასამართლოთ, ენმ-მ მოახერხა ოკუპაცია

იმ ოკუპაციაშიც ლომის წვლილი [ნაციონალური მოძრაობის წევრებს აქვთ], რომ არა ამათი დაუდევრობა, ამათი ღალატი, ამათი ქცევა, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა, საქართველოში 2008 წელსაც. ის არ იფიქროთ, მე ვამართლებ რუსის ჯარის შემოსვლას, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ყველანი ქართული ოცნებიდან ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20%, მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ, დღეს რომ გულზე იხატავენ "არა ოკუპაციას", არა ოკუპაციას ვის ეუბნებიან ესენი, ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას, მათ მოახერხეს ეს ოკუპირება ქართული ტერიტორიების. 

როდესაც იხატავენ გულზე მათი წევრები "არა ოკუპაციას", მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი ნაციონალურ მოძრაობას, მათ მოახერხეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მომხდარიყო ოკუპაცია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომში კვლავ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები