ივანიშვილი გავრილოვზე: 2016 წელს ფეესბეს ყოფილი შეფი რომ ჩამოვიდა, მაშინ სად იყავით?

აბა თუ იცით ინფორმაცია - 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და გვარს ვერ გავიხსენებ, ფეესბეს ყოფილი თავმჯდომარე, კავალიოვი თუ, აბა , თუ გამახსენებს ვინმე გვარს, 2016 წელს იუვნენ საქართველოში, სად იყავით მაშინ? რა მნიშვნლობა აქვს, რასთან დაკავშირებით იყვნენ? ეს არის ის,  რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა თითქოს იმედი ნაციონალურ მოძრაობას, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა, ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ. ეს იყო, 2016 წელს იცით, რომ სლუცკი იყო საქართველოში, იყო ფეესბეს ყოფილი შეფი, როგორც დეპუტატი, სად იყავით მაშინ?

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კითხვაზე, არის თუ არა სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი მისი პასუხისმგებლობა.

კომენტარები