სააკაშვილი: გამოსავალია ოლიგარქების გაწევა, ძველების თუ ახლების, მათ შორის ხაზარაძის

მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება, აქედან გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს, ძველი თუ ახლები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში, იგივე მამუკა ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე გავცელებულ ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ TBC-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები