ივანიშვილი: გახარიამ მოახერხა და დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, R2-ის მეპატრონეები

ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტზე, პარლამენტზ,ე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა. მან დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, "რუსთავი 2"-ის მეპატრონეები. მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან. მან მოახერდა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და მოახერხა, ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო.

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან 20 ივნისის დარბევაზე და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

კომენტარები