რუსთავი 2-ის საქმე

უგულავა წულუკიანს: იჩქარებს ქიბარი? მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას

ბრძოლა გრძელდება, ჯერ არის გასაჩივრების პროცედურები, მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვიშვიშებდა წულუკიანი, როდესაც წააგო მერაბიშვილის საქმე, იძახდნენ - დიდი პალატაა წინაა და ჯერ არაფერია გადაწყვეტილიო. ამიტომ, ქალბატონო თეა, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, იჩქარებს ქიბარი? მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას, ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა, რომელსაც ყველა იყენებს რაღაცის ასახევად, დავარქვათ თავისი სახელი ყველაფერს, რასაც ერქვა და რასაც ერქმევა - ქიბარი იქნება ახევის სინონიმი, ქიბარი ყველა დროის ახევის სინონიმია

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა რუსთავი ორის ეთერში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები