რუსთავი 2-ის საქმე

მდინარაძე რუსთავი 2-ზე: ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა ძალიან კრიტიკული ტესტი

დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი, შეიძლება ითქვას და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება "რუსთავი 2"-ის და მის მფლობელებს ამჟამინდელს, ძმებს ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა და მეორე, ის შეჩერების მექანიზმი, რომელიც აღსრულებას შეეხებოდა მოხსნილი და გაუქმებულია. ძალიან ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები