მინდიაშვილი: ევროპის სასამართლოს მოსყიდვაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, სრული უმწეობა

რაც ნაკლებ უაზრობას იტყვის და გააკეთებს პროდასავლური ოპოზიცია, მით მეტად მოუგებს ივანიშვილს და რუსეთს - ახლა, მაგალითად, ევროპის სასამართლოს მოსყიდვაზე და ეგეთებზე ლაპარაკი, რბილად რო ვთქვათ, სრული უმწეობაა.

გარდა ამისა, აქციებისა და ხელისუფლების "პროპორციული" უკანდახევის წყალობით, ჩვენ ვიმყოფებით თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის პირისპირ. ამ ახალი რეალობის კარი მხოლოდ იმათთვის გაიღება, ვინც, ერთი მხრივ, მკაფიოდ იტყვის უარს რევოლუციაზე, პოლიტიკურ ექსტრემიზმზე და, მეორე მხრივ, გატკეპნილი, სტერეოტიპული, ჩარჩოებში მოქცეული პოლიტიკური გზებით სიარულზე მეტად, ახალ შესაძლებლობებს მოსინჯავს, - იქნება თამამი, ექნება გამოკვეთილი ღირებულებები, მოიპოვებს ახალგაზრდების დიდ მხარდაჭერას. ამ აქციებმა გვიჩვენა, რომ ეს ყველაფერი ერთად შესაძლებელია.

ჩვენ და პროდასავლური ოპოზიცია უნდა ვემზადოთ საარჩევნო გამარჯვებისთვის ივანიშვილსა და პუტინისტურ ძალებზე - ეს უნდა იყოს მიზანი და ამ მიზნით უნდა იყოს განპირობებული ყველა სიტყვა და ქმედება

წერს ფეისბუქზე თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. ის რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმარებებზე საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები