რუსთავი 2-ის საქმე

მაღლაფერიძე: პირველ არხზე ადამიანს ვერ აკადრებ, უთხრა, რომ რუსთავზე 2-ზე გადავიდეს

ბატონი გიგი თხზავს ამას, ეტყობა კიდევ ბევრი ჰყავს მოსატყუებელი. თუ გადაწყვიტა, რომ ასეთი ტყუილები ავრცელოს, ავრცელოს და იყოს. მე არც მისი ბოდიში მჭირდება და არც მისი კომპლიმენტები, ეს არც პირველია და ალბათ არც ბოლო, რასაც მისგან ასეთი ტიპის ბოდვას ვისმენთ. გაახსენდა უცებ პირველი არხი და ისეთი აბსურდი, რომ პირველ არხზე შეიძლება ვიღაცას აკადრო მსგავსი რამ. ვიცი, რა საზოგადოებაშიც არის გაზრდილი, ის არ არის თავისუფალ საზოგადოებას მიჩვეული – პირველ არხზე ადამიანებს ვერ აკადრებ, რომ კონტრაქტს არ გაგიფორმებ და მით უმეტეს, რუსთავზე 2-ზე გადადი, ეს აბსურდია, სრულიად სასაცილო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ევროპული საქართველოს წევრის გიგი გვარამიას ინფორმაციაზე, რომ რუსთავი 2 პირველი არხის თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

კომენტარები