სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე

ნონა წოწორია R2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება

მძიმე დღის შემდეგ დადგა დრო, გამოვეხმაურო რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელზეც ეჭვგარეშეა, რომ წარმოუდგენელი შრომა იქნებოდა გაწეული. არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეთა რიგს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსამართლეების, განსაკუთრებით მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს. ცალსახაა, რომ მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით.

იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძლებს თავისი უპირველესი მისიის - წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს - აღსრულებას.

ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება. ჩემი მხარდაჭერა ყველას თავისუფლების და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავიმარჯვებთ!

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია Facebook-ზე რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა

კომენტარები