გრიგოლ ვაშაძე

ვაშაძე: სასოწარკვეთის მიზეზი არ არის, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას დავამარცხებთ

არავითარი სასოწარკვეთილების საჭიროება და მიზეზი არ არის. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ ამ ხელისუფლებას და დავამარცხებთ. ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს, ქვეყანას მოქალაქეს, დააბრუნებენ განვითარებას ეკონომიკაში და ადამიანის უფლებებს საზოგადოებაში. ყველა სოციოლოგიური კვლევა ამას ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" საათზე თორმეტს უკვე რამდენიმე წამი აკლია. პირობას გაძლევთ, რუსთავი 2-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ არჩევნებს მოვიგებთ. ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეს, კერძო საკუთრება ხელყოფის საგანი აღარასდროს არ გახდება. 

თქვა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ გამართულ ოპოზიციის ბრიფინგზე. ცნობისთვის, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, ნიკა გვარამია გადააყენა და არხის გენერალურ დირექტორად ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები