ნადირაშვილი: რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა დღეს ივანიშვილის მთავარი სამიზნეა

მინდა რუსთავი 2-ის თანამშრომლები გავამხნევო და ვუთხრა: "არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება და თქვენ აუცილებლად ისევ თავისუფლები დაბრუნდებით ეთერში." რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა დღეს მთავარი სამიზნეა ბიძინა ივანიშვილისთვის. მას უნდა, რომ გააჩუმოს და დაადუმოს ყველაზე მსხვილი კრიტიკული მაუწყებელი, მაგრამ მე მინდა იმედი გავუცრუო ბატონ ბიძინას და ვუთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება. როდესაც ადამიანები ვერ იყიდიან წამალს, როდესაც მათ მოექცევიან უსამართლოდ და დაჩაგრავენ, ეს სიტყვა ყოველთვის ამოხეთქავს და, მით უფრო, ტექნოლოგიების საუკუნეებში. ჩვენ, ოპოზიცია, ყველანაირად ვეცდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, თუ კი ამას მოხერხებს ბიძინა ივანიშვილი, კიდევ უფრო მძმედ დაუჯდეს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი, 2020-ში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ოკუპაცია გააკეთა რუსთავი 2-ის, აუცილებლად წავა. 

თქვა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ ოპოზიციის ბრიფინგზე. ცნობისთვის, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, ნიკა გვარამია გადააყენა და არხის გენერალურ დირექტორად ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები