საქართველო - აშშ

აშშ-ის საელჩო R2-ზე: სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია

ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში.

19 ივლისს საქართველოში აშშ-ის საელჩო ოფიციალურ Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის საქმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კომენტარები