რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე: მივესალმები კრიტიკულ ტელევიზიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს

დღეს აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი, რაც მისასალმებელია. სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას რაც შეეხება, ესეც თვითონ დამფუძნებლის და ჟურნალისტების გადასაწყვეტია. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კრიტიკას, ჯანსაღ ოპონირებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლას, გაძლიერებას და გააძლიერებს ხელისუფლებას. მეტი ყურადღება იქნება, მეტი მოტივაცია, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკითხზე საუბრისას უთხრა.

კომენტარები