ფარული ჩანაწერები

ცქიტიშვილი: ბესელიასგან უკვე დამღლელია პირად ცხოვრებაზე და კადრების გავრცელებაზე საუბარი

ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა. მას ჰქონდა საშუალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეკა ბესელიას შესახებ.შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. ცქიტიშვილის ამ კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კომენტარები