რუსთავი ორის საქმე

სესიაშვილი: R2 კერძო საკუთრებაა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე

მე შემიძლია გითხრათ ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა მიიტაცა ეს ტელეკომპანია, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და არა მარტო ეგ, სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილებები და ეს უნდა აღსრულდეს. ცხადია, სახელმწიფოს ვალდებულებაა, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები და სხვებიც აღასრულოს. დანარჩენი უკვე, ბატონი ქიბარი კერძო პირია, რუსთავი 2 კერძო საკუთრებაა, ჩვენ, ხელისუფლება ყოველთვის ვიქნებით სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე, ასე იყო და ასე იქნება მომავალში და დანარჩენი ბატონ ქიბარს კითხეთ... როგორი უნდა იყოს მედია ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი გემოვნებით უნდა შევაფასო, როგორი უნდა იყოს ზოგადად მედია. მედია ისეთი უნდა იყოს როგორიც არის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას ქიბარ ხალვაშის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ "სარედაქციო დამოუკიდებლობა ახირებების შესრულება არ არის."

კომენტარები