დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ოქრუაშვილთან "კერასინკაზე" გამთბარი ხელებით კონსტიტუციაზე მუშაობა მაკავშირებს

ეს არ იყო ირაკლის მხრიდან პირველი მსგავსი ქმედება, როცა ბინძური თეთრეულის კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი sms და ჩემი სახელი. სამწუხაროდ, პირველი არ არის ასეთი სტილი მის ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა, მასთან ადამიანურად მაკავშირებს წლების განმავლობაში, 1992 -1995 წლებში შავი პურის რიგში ერთად დგომა საათობით, ფეხით სიარული ქალაქის ცენტრიდან ვარკეთილის პლატოზე, როცა მეტრო არ მუშაობდა, შემდეგ "კერასინკაზე“ გამთბარი ხელებით კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი კვირას პრესკლუბში, გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე. ოქრუაშვილის თქმით, 2014 წელს ადგილობრივი არჩევნებისას გორში მერობაზე კენჭისყრას აპირებდა და ქართულ ოცნებასთან საერთო ენის გამონახვა სურდა, რისთვისაც, შუამავლობა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს სთხოვა. ოქრუაშვილის მტკიცებით, უსუფაშვილმა მას სმს-ით ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, ამის შემდეგ კი, გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ირაკლი შოთაძემ ჩვენების მიცემა მოსთხოვა იმ სახით, რა სახითაც მიცემული აქვს. ჩვენების თანახმად, ოქრუაშვილმა იცოდა, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს რუსთავი ორის წილების დათმობა "გარკვეული გზებით" აიძულეს.

კომენტარები