უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძე მოსამართლეთა ეთიკაზე: არ დავიწესებ არანაირ შეზღუდვას, ისედაც შეზღუდული ვცხოვრობ

ჩემს თავს არ დავუწესებ არანაირ შეზღუდვას. საკმარისზე მეტად შეზღუდული ვცხოვრობ. არ მგონია, რომ გენერალური პროკურორის სტატუსი ნაკლებ ეთიკურ მოთხოვნებს ითვალისწინებდეს. ვარ კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი და შესაბამისად, ზუსტად ვიცი, სად და რომელ საზოგადოებაში როგორ მოვიქცე. 

თქვა მთავარმა პროკურორმა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის მსურველმა შალვა თადუმაძემ საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად. ჯანეზაშვილმა მას ჰკითხა: "თუკი გახდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ეთიკის წესებიდან გამომდინარე რა შეზღუდვებს დაუწესებთ თქვენს თავს?"

კომენტარები