ეკა ბესელია

ბესელია ზარდიაშვილზე: ოთახში შემოსვლის უფლებას არ ვაძლევდი და ტირილით დამდევდა ხოლმე

როდესაც ეს არარაობა ლაპარაკობს "ქართული ოცნების" სახელით, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, რატომ არ ვარ მე პარტიაში, რომელიც მათ შორის ჩემი შრომითაც შეიქმნა. ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი. იმდენი ხანი, რამდენიც მომიწია, წელიწად-ნახევარი, როცა ჩინჩალაძის ვედრებით შემოიყვანეს ქართული ოცნების სიით, მე მას უფლებას არ ვაძლევდი ოთახში შემოსულიყო და ტირილით დამდევდა ხოლმე, რომ სალამი მიმეცა. 

თქვა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში. ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელიას ქართული ოცნების სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას რუსთავი 2-ს, კერძოდ კი, ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ზარდიაშვილმა ბესელიას ე.წ ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ მას ნიღაბი ჩამოეხსნა.

კომენტარები