ხაზარაძის და ფაჯარიძის ბრალი

უგულავა: ივანიშვილმა როგორც არ უნდა შეაშინოს ხაზარაძე, ხალხი მას 2020 წელს ტყლაპოში ჩასვამს

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი გეგმა, რომ ახალ წლამდე ყველაფერი მოსუფთავებული იყოს, მოქმედებაში მოიყვანა. მაგრამ, სინამდვილე ის არის, რომ რაც არ უნდა ხაზარაძე შეაშინოს, რაც არ უნდა სხვა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დაიჭიროს, და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე დაკითხვებზე გვატარებენ, რაც არ უნდა მოასუფთავოს მინდორი, აი ამ მოსუფთავებულ მინდორში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მაინც ბუნებრივად იპოვნიან ტყლაპოს და ჩაჯდებიან 2020-ში, გარდაუვალია ეს. ისინი პარტნიორების გარეშე არიან. მას ჰგონია, რომ დაამარცხებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ფონს გავა, დაამარცხებს მედიას და ფონს გავა. სინამდვილეში ის ებრძვის საკუთარ ხალხს და ხალხი მას ამ მოწმენდილ მინდორში ჩასვამს ტყლაპოში. 

ცნობისთვის, 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

კომენტარები