ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალი

მათიკაშვილი: როცა დარწმუნდა პროკურატურა ბრალდების სიმყარეში, მაშინ გადაიდგა ნაბიჯი

ეს საკითხი თვეების წინ დაიწყო, ზუსტად ვერ ვიხსენებ დროს, შემდგომ ხდება ის, რომ მამუკა ხაზარაძე სამოქალაქო მოძრაობის შესახებ გარკვეულ განცხადებას აკეთებს, ფულის გათეთრებასთან მიმართებაში არსებულ პროცესს, პროკურატურის მხრიდან მაშინ გაეცა პასუხი, როდესაც მტკიცებულებებმა მიიღო შესაბამისი ძალა გამყარდა დამატებითი მტკიცებულებებით, როცა დარწმუნდა პროკურატურა ბრალდების სიმყარეში, მაშინ გადაიდგა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ტვ პირველის ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის შესახებ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დღეს პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

კომენტარები