ფრენები რუსეთიდან

გოცირიძე: რუსეთიდან ფრენების დაფინანსება არასწორია, ერთი ავიაკომპანიის სუბსიდირებაა

ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, ეს არის ერთი ავიაკომპანიის სუბსიდირება. 600 000 ევრო ნიშნავს, რომ დავუშვათ თითო მგზავრზე 100 ევროც რომ იყოს სუბსიდია გამოყოფილი, 6000 ტურისტია. რომელ 6 000 ტურისტზეა საუბარი, როდესაც ამ ფრენების აკრძალვის შემდეგ ალბათ, საქართველოში ვერ შემოვიდოდა, დაახლოებით 300 ათასი ტურისტი. ეს არის თამაში, თავის მოტყუება.

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე რუსეთიდან და პირიქით ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევროს გამოყოფაზე, რუსთავი ორის ეთერში. საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

კომენტარები