შოთა უტიაშვილი

დიღმელაშვილი: გახარიას სახლთან არც გავჩერებულვართ, კერძოსა და საჯაროს გამიჯვნა ვიცით

თვეზე მეტია, შსს მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლებში ვართ და შიშველი ხელებით მთელი სახელმწიფო რესურსისა თუ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის დარტყმებს ვიგერიებთ. ჩვენ წინააღმდეგაა მთელი სახელმწიფო აპარატი და ამას გარდა, დაუდეკლარირებელი პოლიტიკური ფულით ნაკვები "კერძო" ტროლქარხნები.

ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე, ათასობით ადამიანთან ერთად მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ, არც გვიხმაურია, პირიქით, მუსიკას ჩავუწიეთ და ხალხი არ შევაწუხეთ, რადგან გაცეცხლებულებმაც კი კერძოსა და საჯაროს გამიჯვნა ვიცით, პოლიტიკურ მტერსაც კი არ მოვექცევით უღირსად, მით უმეტეს, არ შევაწუხებთ მის ოჯახს, შვილებს.

ჩანს, წესიერება იმდენად შორსაა მთავრობისგან, რომ ვერც სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიცემული მაგალითით სწავლობენ. რაღაც ფბ-პოსტის გამო ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მიურეკიათ ნახირი და ბღავიან. მართლა #სირცხვილია

ანტისაოკუპაციო აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი Facebook-ზე ეხმაურება შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან მიმდინარე აქციას. რამდენიმე ათეული ადამიანი ითხოვს, შოთა უტიაშვილმა ბოდიში მოიხადოს Facebook-ზე გუშინ დაწერილი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს და რუსეთს ეხება.

კომენტარები