მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვინც ამბობს, რომ ყველა კანონი უნდა დავიცვათ, სულელია, საბრძოლველად მზად ვარ

ეს არის ჩვენთვის ტესტი, ვართ თუ არა ერი, ვართ თუ არა თავმოყვარეობა, ღირსება თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი გასანადგურებელი. 

მე ვარ მზად საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრია მზად საბრძოლველად და ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. 

ვინც ყვება იმ ზღაპრებს, რომ თურმე რომ ჩვენ ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, ის არის აბსოლუტური სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი. იმიტომ რომ ყველა დიდი წარმატება დასავლეთში, ევროპულ ცივილიზაციაში, დემოკრატიაში ხდებოდა სწორედ კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებებით. ყველა სამოქალაქო აქტივისტს რომ ეთქვა: "არა, ჩვენ მხოლოდ ტროტუარებზე ვიმოძრავებთ, ჩვენ ყველა ბრძანებას შევასრულებთ, მათ შორის პოლიციის უკანონო ბრძანებას, ჩვენ ყველაფერს დავემორჩილებით", პროგრესი არ მოხდებოდა. ამას მხოლოდ ივანიშვილის ხალხი ამტკიცებს. პიროვნებების შეკავშირებით ჩვენ შევძლებთ ამ უბედურების გადალახვას და დაძლევას. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. 

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი ვიდეო მიმართვისას, რომელიც თავისივე ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები