ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ჩვენ ვთვლით დაუშვებლად რუსთავი ორის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. ანუ რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. არ ვგულისხმობ იმ პარტიულ ფონს, რომელიც ახლავს და მგონია, რომ მარტივად მოხსნადია და მე თვითონ ჟურნალისტებისგანაც ვიცი, რომ ბევრისთვის რაღაც პარტიული მიმართულება თვითონაც ცოტა მობეზრებული აქვთ. ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით, როგორიც არის რუსთავი 2, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი
რუსთავი 2-ის საქმე
დვალი: რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა
tbl.ge/3w43
დაკოპირდა
რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე