რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: ხალვაშისგან საჩუქარი პრინციპულად არ გვინდა, ეს ტელევიზია ჩვენია

რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, არ გვჯერა, მაგრამ ჰიპოთეტურად ვამბობთ, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების ანუ იმის, რომ ჩვენ ვიღაცამ გვიბოძა, არ ვიცი, შევეცოდეთ თუ დამსახურებულად ჩათვალა... ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ: სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით, დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა და ჩვენ ვთვლით, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. კარგი გვინდოდა, გამოგვსვლოდა.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს და ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა.

ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დროშას აფრიალებდა. ისევ ვიძახით, მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნის სამართალით და კანონით

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას.

კომენტარები