20-21 ივნისი

უგულავა: რასაც ხელისუფლება 20 ივნისის მერე აკეთებს, ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს

როცა 20 ივნისის ტრაგედიის ისრების შებრუნება ხდება ოპოზიციისა და გაბრაზებული, თუნდაც ზღვარგადასული მოქალაქეებისკენ, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. გავრილოვის ღამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კუდიანებზე ნადირობა, მითუმეტეს იმ მუხლებით, რომლებითაც ხორციელდება დაჭერები, მაშინ როდესაც გახარია თანამდებობაზე რჩება და არ არის პასუხისგებაში მიცემული, ეს ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. მაშინ როცა, ქართულმა ოცნებამ თავის მომხრეთათვის, პოლიციასთან ურთიერთობის უმდაბლესი სტანდარტი დააწესა, ხოლო ოპონენტებისთვის უმკაცრესი, ესეც თავიდან თვალების დათხრას ნიშნავს. მანამ, სანამ არ ვიცით ვინ ესროლა მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და სხვებს, მანამდე ყველაფერი ეს, ხელმეორედ თვალების დათხრას ნიშნავს. ამიტომ, გახარია წადი და ივანიშვილო ზედ მიყევი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა 20-21 ივნისის გარშემო განვიტარებულ მოვლენებზე.

კომენტარები