სამუშია: ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს, მთავრობა პუტინის რუსეთისკენ მიიჩქარის 

ქვეყანა აბსოლუტურად აცდენილია სამართლებრივ რელსებს, დასავლურ რელსებს და გადასულია პუტინიზაციის რელსებზე. პუტინიზაციის რელსების გამოხმაურება და გამოძახილია, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. პოლიტიკური ტერორი, უსამართლობაა გამეფებული ქვეყანაში. არცერთი ინსტიტუტი საქართველოში არ მუშაობს, არცერთი ინსტიტუტი საქართველოს აღარ გააჩნია და ეს არის უბრალოდ ფარსი, რასაც თამაშობს თუნდაც პრემიერმინისტრი, თუნდაც პარლამენტი ან სასამართლო და ამ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არსებობს. ერთადერთი ანალოგი შეიძლება გავავლოთ პუტინის რუსეთთან, რომლისკენაც ქვეყნის მთავრობა მიიჩქარის და მიდის, აშკარაა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი ყველას პოზიცია უნდა იყოს მშვიდი და ურყევი პროტესტი და დარწმუნებული ვარ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით და ისე შეიცვლება, რომ ამათ არანაირი შანსიც კი არ დარჩებათ.

26 ივლისს პარტია თავისუფალი დემოკრატების ერთერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ თქვა.

კომენტარები