დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინ არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი და უცოდინარი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, იმათგან განსხვავებით მე პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს, ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება, თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალება, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და კანონის შესაბამისად საუბრობდნენ და ა.შ. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვსაუბრობ იმიტომ რომ დღეს გირაო დამადეს, თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 000 ლარით გამაჩერეს რომ ქვეყნიდან არ წავიდე, ეს არის სირცხვილი და მე ყველას გპირდებით რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ეს მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით, ეს დამთავრდება.
tbl.ge/3w63
დაკოპირდა
საქალაქო სასამართლომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
მამუკა ხაზარაძეთიბისი ბანკის საქმესასამართლოსაქალაქო სასამართლოგადაწყვეტილებახაზარაძე/ჯაფარიძის ბრალი
ამავე თემაზე
- პროკურორი: თაღლითურად თანხების დაუფლების შედეგად ზიანი მიადგა TBC ბანკს
- მამუკა ხაზარაძე: დღეს მე დავინახე სრული ჭაობი
- საზღვრის კვეთის აკრძალვა თანხმობის გარეშე და 700 000-ლარიანი გირაო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს
- ადვოკატი: პროკურატურა ხაზარაძე/ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარიან გირაოს ითხოვს
- ხაზარაძე/ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა