კაკულია: პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო გრძელვადიანი გათვლა ეკონომიკის დასაზარალებლადაც

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გააჩნიათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ტოლობის ნიშანს არ სვამენ პარლამენტზე მიტანილ შტურმსა და ეკონომიკისათვის მიყენებულ ზარალს შორის. ადამიანების ის ნაწილი, ვისაც მშვიდობიანი პროტესტი სურდა, დღესაც აგრძელებს ამ პროტესტს და არავინ არ ცდილობს შეჭრას პარლამენტში, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ამას ცდილობდა თავის დროზე და მათი ორგანიზატორები, მიჩნდება ეჭვი, როდესაც მათი ლიდერების კომენტარებს ვისმენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი არამარტო პარლამენტის შეტევაზე ორიენტირებული, არამედ გრძელვადიანი გათვლა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკაც მიიღებდა იმ ზარალს, რომელსაც ახლა ვხედავთ ჩვენ და რაც ყველაზე სამწუხაროა, კვლავ მახსენდება ის ფორმულა, რომელიც ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას- ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერ ფასად და ეს ფასი ამ წუთას ჩვენ გადავიხადეთ ლარის კურსთან დაკავშირებული ძალიან მძიმე რყევებით. განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ნაბიჯები გადადგას ამ სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, მხოლოდ პოპულიზმით ხდება ამის შეფასება

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ. დღეს ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა - ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9321 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3.2637 ლარი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები