აქცია მოსკოვში

ბორის აკუნინი: მოსკოვში საპროტესტოდ ახალი თაობა გამოვიდა

მთელი დღე ვუყურებდი, რა ხდებოდა მოსკოვში. იქითა, მეორე მხრიდან ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგათ სხვანაირად არც შეუძლიათ: მანქანები პატიმრებისთვის, ხელკეტები, დერჟიმორდების ურდო. მაგრამ მომეჩვენა, რომ აქეთა მხარე გამოიყურებოდა და იქცეოდა არა ისე, როგორც "თეთრი ლენტების" დროს; სხვა ენერგეტიკა და თითქმის სულ ახალგაზრდა სახეები. ეს არ იყო შუახნის საშუალო კლასი. და უხეში ძალისაც საერთოდ არ ეშინოდათ.

ვინც იქ იყავით და საკუთარი თვალით ნახეთ, მითხარით: სწორია ეს განცდა თუ არა?

თუ სწორია, ო, რა ტყუილად იცელქა ხელისუფლებამ არჩევნებზე... უფრო ძვირი დაუჯდებათ.

ქართული წარმოშობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში 27 ივლისს გამართული აქციების დროს ჯამში 1074 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პოლიციელები შევარდნენ იმ ტელევიზიების სტუდიებში, საიდანაც აქციის ტრანსლაცია ხდებოდა. სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ.  

კომენტარები