ქართული ოცნება

სააკაშვილი: ყველა ერთუჯრედიანი, ვინც მე და ივანიშვილს გვადარებს, მისი მთავარი მოკავშირეა

ყველა ის ერთუჯრედიანი, რომელიც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ამბობს "ისიც და ისიც ერთნარია", არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც იყო, არამედ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი. ეს მომავალი ძალიან მალე მოვა. ახლა ჩვენ ხელების ჩამოშვება კი არ გვჭირდება, რისი იმედიც მაქვს, არამედ მუდმივად უნდა გვყავდეს ის პრესინგის ქვეშ, მუდმივად უნდა ვურტყამდეთ, მუდმივად უნდა ვუქმნიდეთ პრობლემებს ყველა მხრიდან

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები