ლევან ვასაძე

ვასაძე მთავრობას: კომბლებიან ხალხს უმადლოდეთ, რომ ცოცხლები ხართ და ხელისუფლება შეინარჩუნეთ

აბა, მიგვეცა საშუალება, ჩაეტარებინათ ე.წ პრაიდი ისე, როგორც ისინი გეგმავდნენ იმ თავის პროვოკაციაში და თქვენი პოლიციელების ხელით გაველახეთ ჩვენ, მერე იმ გავრილოვის პროვოკაციის გასაპროტესტებლად მარტო ნაცები და ნარკოლიბერალები კი არ მოვიდოდნენ, მოვიდოდით ჩვენ ყველა და ეს ცუნამი წაგლეკავდათ თქვენ. ეს იყო ამათი სცენარი, რომელიც ჩაშალა უბრალო ქართველი ხალხის ვაჟკაცობამ. დიახ, თუ გებავთ, კომბლებიანი ხალხის ვაჟკაცობამ, მაგათ უნდა უმადლოდეთ თქვენ, რომ ცოცხლები ხართ და ხელისუფლება შეინარჩუნეთ, თორემ მედიატერორისტების მიერ დაგეგმილი პირვანდელი სცენარი რომ შესრულებულიყო და ქართველი ხალხი არ ჩარეულიყო, თქვენ ახლა მანდ არ იჯდებოდით და შეიძლება, ცოცხლებიც არ ყოფილიყავით, იცით თქვენ ეს? ბოლო ვაგონმა ჩაიარა, ბოლო შანსი მოგეცათ, რომ მოხვიდეთ აზრზე

ძალადობრივი პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შექმნას რეგულატორი, რომელიც "ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ".

კომენტარები