ლევან ვასაძე

ვასაძე მედიაზე: ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, ციხეში ჩასვამ და დალაგდება ქვეყანა

ქენით რამე, როდემდე გელოდოთ, ეს არის თქვენი ბოლო შანსი, ან თქვენ შექმით ცივილზებულ, მკაცრ, ოღონდ ისეთს არა, ჭინკები რომ გიზით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში, მკაცრ რეგულატორს, რომელსაც დააკომპლექტებთ პრინციპული, ეროვნული, უმწიკვლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს, გააკონტროლებს ტელესივრცის მუშაობას და გაამყარებს... ბევრი არ დასჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე - ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა

ძალადობრივი პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შექმნას რეგულატორი, რომელიც "ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ".

კომენტარები