შოთა უტიაშვილი

უტიაშვილი: ყანდიაშვილის ტროლებო, დოლარი რომ 3 ლარი გახდა, ისევ ჩემ სახლთან გააპროტესტებთ?

გორელო კულტმუშაკებო, ყანდიაშვილის ტროლებო და პირველი არხის ანალიტიკოსებო, დოლარი რომ სამი ლარი გახდა, ისევ ჩემს სახლთან მოხვალთ თუ სადმე უფრო შესაფერის ადგილას გააპროტესტებთ?

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი Facebook-ზე ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება(დოლარი ₾2.95 ღირს, ევრო ₾3.29 - ლარი). ცნობისთვის, 25 ივლისს რამდენიმე ათეული ადამიანი მის სახლთან შეიკრიბა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა წინა დღით დაწერილი პოსტის გამო, რომელიც აგვისტოს ომს და რუსეთს ეხებოდა.

კომენტარები