გახარიას გადადგომა

ბუკია: შსს-ში წარმატებული რეფორმები მიდის და ამ პროცესებს გახარია პროფესიულად წარმართავს

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს. ბოლო წლების განმავლობაში სარეალიზაციოდ გამზადებული ასობით ნარკოტიკული ნივთიერება იქნა ამოღებული, მოხდა ნარკორეალიზატორთა დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, დამსჯელი ღონისძიებებიდან გადასულია პრევენციულ მიდგომებზე - ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე და ამ მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, სპეციალური პროგრამაც მოქმედებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმატებული რეფორმები მიმდინარეობს და ყოველივე ამ პროცესებს გიორგი გახარია, როგორც უწყების ხელმძღვანელი, პროფესიულად წარმართავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგებია თუ რატომ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ორკესტრირებული შეტევა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია შს მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ.

კომენტარები