რუსეთ-საქართველო

ფინანსთა მინისტრი: არ გვაქვს ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი ტურისტი

მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ალაგდება, იმედს ვიტოვებ, რომ ფრენებიც აღდგება და გავალთ ჩვენს სრულ პოტენციალზე იქნება ეს ტურიზმი თუ ექსპორტი,რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ესეც - უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება.

იგივე არის ღვინოზეც და სხვა პროდუქტზეც - რაც მეტი გავა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში - მეტი გავა სხვაგანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესს შევუნარჩუნოთ მომგებიანობა და შესაბამისად ეს ბაზრები შევუნარჩუნოთ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები