მამუკა ბახტაძე

ბახტაძე პატრიარქს: საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, რჩევები და სიბრძნე

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებული შრომისთვის, შემოქმედებისთვის, მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას. საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო

მსურს ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. თქვენო უწმინდესობავ! თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს.

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა.

კომენტარები