მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა

ჩვენი უძველესი ტრადიციები - სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა. ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ულამაზესი ტრადიციები ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც უფროსი თაობისთვის, რომელმაც შეგვინარჩუნა ეს ტრადიციები.

თქვენ ხართ გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, ეს მთები კი ჩვენი ძლიერი ფესვების დასტურია და ჩვენ გიერთდებით ამ ლამაზი ტრადიციების გაგრძელებაში. ჩვენთვის ქართულ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება დავიწყეთ, რომ საქართველოში ყველა კუთხე თანაბრად განვითარდეს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ ზემო აჭარაში, იქნება ეს სკოლების, ბაღების, გზების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ გაზიფიცირება. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ზემო აჭარაში გვექნებოდა ბუნებრივი გაზი. გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ "შუამთობაზე" სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები