ილია II

ილია II: სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა

დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებელ დედებს შორის, ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს, ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი.

კათალიკოს-პატრიარქმა ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ისაუბრა.

კომენტარები