ბახტაძე: ჩვენს პოლიტიკას მოაქვს შედეგები - ივნისში აჭარაში 40%-ით მეტი მივიღეთ

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის უნიკალური ტენდენცია, რაც აჭარაში ტურიზმის კუთხით გვქონდა, შევინარჩუნოთ; ივნისში აჭარაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით მეტი მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პოლიტიკას მოაქვს შედეგები.

წელს ისე სჭირდება მხარდაჭერა აჭარას, როგორც არასდროს. მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემების გამო ჩვენს მეწარმეებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული პროექტი, რომელთა ბენეფიციარები მათ შორის აჭარაში მომუშავე მეწარმეები იქნებიან. პირველ რიგში ეს გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას იმ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ და მეორე არის სახელმწიფო გარანტიები იმ სასტუმროების მშენებლობაზე, რომლებიც ხორციელდებოდა და შექმნილი კონიუნქტურის გამო, შესაძლოა, პრობლემების წინაშე დადგეს

თქვა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები