ბახტაძე ბეშუმზე: ყველა წინაპირობა გვაქვს, ამ ულამაზეს ადგილზე შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტი

უკვე გაკეთებულია ბეშუმის განვითარების გენერალური გეგმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იგივე პრობლემები არ შევქმნათ ამ ულამაზეს კურორტზე, რომელიც სამწუხაროდ, სხვა კურორტებზე ქაოსური განვითარების შედეგად შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, გოდერძის და ბეშუმის კურორტები ერთ კლასტერში განვითარდეს. ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ამ ულამაზეს ადგილზე შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს სკოლების, ბაღების მშენებლობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ ეს პროექტები იყო მათი მთავარი მოთხოვნა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადებაში ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები