ლარის გაუფასურება

კალაძე: ლარის კურსი ყველასთვის არის პრობლემა

ზოგადად ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის, შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა - ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კიდევ კონკრეტული ნაბიჯები და წარმოუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებისთვის 

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. დოლარი ლართან 0.76 თეთრით გამყარდა, ევრო კი 2.75 თეთრით. ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ გირვანქასთან მიმართებითაც.

კომენტარები